სტანდარტების მიხედვით, ძალით ვინმესთვის საკვების მიწოდება არ შეიძლება - კობახიძე მიხეილ სააკაშვილზე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ისევ იმეორებს, რომ მესამე პრეზიდნეტის ოჯახი მის თვითდაზიანების პროცესშია ჩართული. კობახიძემ თქვა, რომ სტანდარტების მიხედვით, ძალით ვინმესთვის საკვების მიწოდება არ შეიძლება და სახელმწიფოს იმის რესურსი არ აქვს, რომ სხვანაირად იმოქმედოს.

"რაც შეეხება თვითდაზიანებას, ეს არის რა თქმა უნდა კატეგორიულად მიუღებელი და ოჯახის დამოკიდებულებაც არის კატეგორიულად მიუღებელი, შეიტანონ სათანადო კალორაჟის საკვები მიხეილ სააკაშვილთან, ეს არის მათი პასუხისმგებლობა, ამას ისინი არ აკეთებენ, ეს არის ძალიან სამწუხარო მოვლენა და გაუგონარი მოვლენა, როდესაც საკუთარი ოჯახი არის ჩართული სააკაშვილის თვითდაზიანების პროცესში.

სტანდარტების მიხედვით, ძალით ვინმესთვის საკვების მიწოდება არ შეიძლება, ეს არის საერთაშორისო სტანდარტი, არავის არ აქვს უფლება ძალით მიაწოდოს საკვები პატიმარს, პატიმარს არ უნდა ვივამედის საკვების მიღება, პენიტენციურის საკვების მიღება, იღებს მხოლოდ ოჯახის მიტანილ საკვებს და ეს ის საკვები არ არის სათანადო კალორაჟის. სამწუხაროდ, აქ ხელისუფლებას არ აქვს იმის რესურსი, რომ იმოქმედოს სხვანაირად, ეს არის საერთაშორისო სტანდარტი", - თქვა კობახიძემ. 

პენიტენციურ სამსახურში კვლავ ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილი არც ექიმების მითითებებს ემორჩილება და არც მედიკამენტებს იღებს. 

გუშინ მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ თქვა, რომ მესაე პრეზიდენტი 58 კილოგრამს იწონის.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი