ვლადიმირ კარა-მურზას პოლინეიროპათია აქვს, რაც მისი გათავისუფლების საფუძველია - ადვოკატი

გამოქვეყნდა:

რუსი ოპოზიციონერის, ვლადიმირ კარა-მურზას ადვოკატის ინფორმაციით, პოლიტიკოსს პოლინეიროპათია აქვს, რაც მისი გათავისუფლების საფუძველია

ადვოკატ ვადიმ პროხოროვის ცნობით, პოლინეიროპათიის დიაგნოზი იმ დაავადებების სიაშია, რომლებიც ხელს უშლის სასჯელის მოხდას. 

შეგახსენებთ, პუტინის რეჟიმთან დაპირისპირებული პოლიტიკოსი 2022 წლის 11 აპრილს დაიჭირეს. უკრაინაში ომის საწინააღმდეგო მოსაზრებების გამოთქმის შემდეგ ის „უცხოეთის აგენტად“ გამოაცხადეს და  ბრალად დასდეს რუსეთის შეიარაღებული ძალების შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელება.

კარა-მურზა ბრიტანეთის და რუსეთის მოქალაქეა. ის იყო ოპოზიციის ლიდერ ბორის ნემცოვის უახლოესი თანაშემწე, რომელიც 2015 წელს, მოსკოვის ცენტრში ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი