მოსკოვში, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ვლადიმერ კარა-მურზა დააკავეს. ინფორმაციას მისი თანამოაზრე ილია იაშინი ავრცელებს. მისი თქმით, ოპოზიციონერი მისივე სახლთან დაიჭირეს, თუმცა მიზეზი უცნობია.
ვლადიმერ კარა-მურზა უმცროსი ორჯერ - 2015 და 2017 წლებში მოწამვლის სიმპტომებით საავადმყოფოში მოათავსეს. Bellingcat-ის საგამოძიებო ასოციაციამ დაადგინა, რომ FSB-ის თანამშრომლები კარა-მურზას პირველ მოწამვლამდე აკვირდებოდნენ. კარა-მურზას მოწამვლის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღძრული არ არის.