"ორიენტაციაარეული, გზასაცდენილი კაცი" - კობახიძე მარტის აქციის დაკავებულ მონაწილეზე

გამოქვეყნდა:

მარტის აქციების მონაწილე ახალგაზრდა, რომელიც შსს-მ გუშინ დააკავა, "ოცნების" თავმჯდომარე კობახიძემ "ორიენტაციაარეული, გზასაცდენილი კაცი" უწოდა. მისი მტკიცებით, ლაზარე გრიგორიადისი "ბოლშევიკურ ტროიკასთან" არის დაკავშირებული და კონკრეტული ინტერესით მოქმედებდა: 

"მას ჩანს, რომ ყველანაირი ორიენტაცია აქვს არეული და ასეთი ადამიანები ძალადობდნენ პოლიციელების წინააღმდეგ, ამას სჭირდება სათანადო შეფასება. თავისთავად ის, რომ ეს პირი, ეს ახალგაზრდა კაცი, გზასაცდენილი კაცი არის დაკავშირებული ბოლშევიკურ ტროიკასთან, ვაშაძე-ჯაფარიძე-ხოშტარიას ერთობასთან, ესეც მიუთითებს რაზე, რომ ამ პირს ამოძრავებდა კონკრეტული სუბიექტური ინტერესი. როგორც მოგეხსენებათ, ეს ბოლშევიკური ტროიკა არის უცხოელი აგენტების ერთობლიობა და ეს პირი მოქმედებდა კონკრეტული ინტერესით, რომ მათი დაფინანსება არ ყოფილიყო გამჭვირვალე. აქედან გამომდინარე, ასეთი ორიენტაციაარეული ადამიანების ქმედებები უნდა იყოს სათანადოდ შეფასებული როგორც სამართლებრივად, ასევე საზოგადოების მიერ" აცხადებს კობახიძე. 

იხილეთ ასევე:

 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი