ხელისუფლებამ იმ ახალგაზრდების რეპრესიები დაიწყო, რომლებიც 7-8 მარტის დემონსტრაციებზე ქართული ოცნების რუსულ კანონს აღუდგნენ წინ. პოლიციელზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ბრალდებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ 21 წლის ლაზარე გრიგორიადისი დააკავა. მას პოლიციელზე თავდასხმასა და სხვისი ნივთის დაზიანების ბრალდებითაა დაკავებული. მას 4-დან 7 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება
"ოცნების" პროპაგანდისტმა POSTV-მ კი გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს დაკავებული "დროას" წევრია, თუმცა პარტიაში ამ ინფორმაციას უარყოფენ.
პარალელურად ხელისუფლებამ განაახლა სხვა ახალგაზრდების მიმართ სასამართლო პროცესებიც. დღეს ჩაინიშნა ჟურნალისტების, ბექა ჯიქურაშვილისა და ზურა ვარდიაშვილის სასამართლო პროცესი. მედიის წარმომადგენლები პარლამენტთან 2 მარტს რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დააკავეს. გამოძიება მათ წვრილმან ხულიგნობას ედავება.