21 წლის ლაზარე გრიგორიადისს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს

გამოქვეყნდა:

წინასწარი დაკავების იზოლატორში, მარტის აქციებში მონაწილე 21 წლის ახალგაზრდას ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს. გამოძიება მას პოლიციელზე თავდასხმასა და სხვისი ნივთის დაზიანებას ედავება და ამტკიცებს, რომ დაკავებულმა 7,8,9 მარტს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციაზე პოლიციის თანამშრომლებს ესროლა ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები, რის შედეგადაც დაზიანება მიიღეს სამართალდამცველებმა. მას ედავებიან პოლიციის მანქანის დაზიანებასაც. 

აღნიშნულ ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს. 

ადვოკატის ინფორმაციით, ლაზარე გრიგორიადისი მეგობრის სახლიდან გამოსვლის შემდეგ, მოულოდნელად დააკავეს, ისე, რომ დაკითხვაზეც არ დაუბარებიათ.

პარალელურად შსს-მ გუშინვე გაჩხრიკა გრიგორიადისის სახლი, საინაც წაიღეს ქუდი, დაზიანებული ტელეფონი და ეძებდნენ ლეპტოპსაც, თუმცა ვერ აღმოაჩინეს. 

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი