გიორგი რურუას განაჩენი, შესაძლოა, დღეს გახდეს ცნობილი

გამოქვეყნდა:

გიორგი რურუას საქმის განხილვა პირველ ინსტანციაში სრულდება. დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარე დასკვნით სიტყვას იტყვის. ადვოკატები ყურადღებას გაამახვილებენ იმ დარღვევებსა და შეუსაბამობებეზე, რომლებიც მოწმეთა ჩვენებებსა და საქმის მტკიცებულებებში აღმოაჩინეს. მათი თქმით, ფაქტები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ გიორგი რურუას იარაღი ჩაუდეს და ის მხოლოდ იმის გამო დააკავეს რომ ანტისაოკუპაციო მოძრაობის აქტიური მხარდამჭერი და "მთავარი არხის" დამფუძნებელია.

დაცვის მხარე წარმოთქვამს დასკვნით სიტყვას და შევაჯამებთ, რა სასაცილო მდგომარეობაში იყო ბრალდება მთელი ამ დროის განმავლობაში, როდესაც ცდილობდნენ დაემტკიცებინათ გიორგი რურუას მიერ ცეცხლსასროლი იარაღის ტარების ფაქტი, - ამბობს ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი. 

დასკვნითი სიტყვის შემდეგ იქნება რეპლიკები და შესაძლოა, მოსამართლემ გადაწყვეტილება დღესვე გამოაცხადოს.

გიორგი რურუა 2019 წლის 18 ნოემბერს დააკავეს. გამოძიება მას ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავება, თუმცა საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულება პროკურატურის ვერსიას არ ადასტურებს. რურუას დაცვის მხარემ რამდენიმეთვიანი სასამართლო პროცესების განმავლობაში, არაერთხელ დააყენა მისი გათავისუფლების შუამდგომლობა, თუმცა სასამართლო ამ გადაწყვეტილებას არ იღებს.

გიორგი რურუას დაკავებაში პოლიტიკურ მოტივებს ხედავენ საერთაშორისო პარტნიორებიც და საქართველოს ხელისუფლებას მისი გათავისუფლებისა და პოლიტიკური დევნის შეწყვეტისკენ მოუწოდებენ. რურუას გათავისუფლება 8 მარტის შეთანხმების ერთ-ერთი ნაწილიც იყო, თუმცა ხელისუფლება პირობას ამ დრომდე არ ასრულებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი