რურუა საქმე არის სასამართლოს პოლიტიკურ იარაღად გამოყენება - ელენე ხოშტარია

გამოქვეყნდა:

ოპოზიციაში გიორგი რურუას გათავისუფლებას ელოდებიან. ისინი ხელისუფლებისგან 8 მარტის შეთანხმების ბოლომდე შესრულებას და მესამე პოლიტპატიმრის ციხიდან გამოშვებას ითხოვენ. მათთვის საერთაშორისო პარტნიორების განცხადებები და მოწოდებები სასამართლო სისტემის დეპოლიტიზირებასთან დაკავშირებით,   ნათელს ხდის, რომ დასავლეთი ქართულ ოცნებას "მთავარი არხის" დამფუძნებლის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს. 

მისი დატოვება საპყრობილეში ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე, გაყალბებული საქმით და პოლიტიკური მართლმსაჯულების იარაღის გამოყენებით ნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილი და მთლიანად ოლიგარქიული ვერტიკალი არღვევს 8 მარტის შეთანხმებას, - ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ხატია დეკანოიძე.

"ევროპული საქართველოს" წევრი და ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატი ელენე ხოშტარია მიიჩნევს, რომ თუ ქვეყანას სამართლიანი არჩევნები უნდა, არ შეიძლება სასამართლოს პოლიტიკურ იარაღად გამოყენება. 

რურუას საქმე არის სწორედ სასამართლოს გამოყენება პოლიტიკური ნიშნით, ამაზე ისაუბრა პომპეომ, ეს არის უმაღლესი დონე ამერიკის მხრიდან, გახარიასთან. ჯერ კიდევ არის დრო, რომ დაიხუროს ფურცელი ამ სამართლებრივი აბსურდის და ჩვენ შევიდეთ საარჩევნო პროცესში მეტნაკლები ნორმალიზაციით, - ამბობს ხორშტარია. 

გიორგი რურუა 2019 წლის 18 ნოემბერს დააკავეს. გამოძიება მას ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავება, თუმცა საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულება პროკურატურის ვერსიას არ ადასტურებს. რურუას დაცვის მხარემ რამდენიმეთვიანი სასამართლო პროცესების განმავლობაში, არაერთხელ დააყენა მისი გათავისუფლების შუამდგომლობა, თუმცა სასამართლო ამ გადაწყვეტილებას არ იღებს.

გიორგი რურუას დაკავებაში პოლიტიკურ მოტივებს ხედავენ საერთაშორისო პარტნიორებიც და საქართველოს ხელისუფლებას მისი გათავისუფლებისა და პოლიტიკური დევნის შეწყვეტისკენ მოუწოდებენ. რურუას გათავისუფლება 8 მარტის შეთანხმების ერთ-ერთი ნაწილიც იყო, თუმცა ხელისუფლება პირობას ამ დრომდე არ ასრულებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი