"კრემლი ცდილობს დააშინოს და დასაჯოს ჟურნალისტები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები" | ბლინკენი

გამოქვეყნდა:

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა "ღრმა შეშფოთება" გამოთქვა რუსეთში The Wall Street Journal-ის ჟურნალისტის, აშშ-ის მოქალაქე ევან ჰერშკოვიჩის  დაკავების გამო. 

"ჩვენ ღრმად ვართ შეშფოთებული რუსეთის მიერ აშშ-ის მოქალაქე ჟურნალისტის დაკავების შესახებ. ჩვენ ვეკონტაქტებით The Wall Street Journal-ს ამ ვითარებასთან დაკავშირებით", - თქვა მან.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ კატეგორიულად გმობს კრემლის მცდელობებს "დააშინოს და რეპრესიებით დასაჯოს ჟურნალისტები და სამოქალაქ საზოგადოებს წარმომადგენლები".

The Wall Street Journal ითხოვს, რომ რუსეთმა დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს მათი ჟურნალისტი. შეგახსენებთ, რომ მოსკოვის ლეფორტოვსკის სასამართლომ фсб-ის მოთხოვნით The Wall Street Journal-ის ჟურნალისტი ევან ჰერშკოვიჩი "ჯაშუშობის" ბრალდებით დააკავა. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი