"ნიკა გვარამიას საქმე კლასიკური შემთხვევაა, როგორ არ უნდა მოხდეს პირის მსჯავრდება... ჩვენ მივმართეთ პრეზიდენტს ორგზის, რომ გამოეყენებინა შეწყალების უფლებამოსილება" | გიორგი ბურჯანაძე

გამოქვეყნდა:

"ნიკა გვარამიას საქმე კლასიკური შემთხვევაა, როგორ არ უნდა მოხდეს პირის მსჯავრდება... ჩვენ მივმართეთ პრეზიდენტს ორგზის, რომ გამოეყენებინა შეწყალების უფლებამოსილება" - ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე გიორგი ბურჯანაძე "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში "ღამის მთავარი" საუბრობს. 

...კარტოგრაფების საქმე და ნიკა გვარამიას საქმე - ეს არის კლასიკური შემთხვევა, როგორ არ უნდა მოხდეს პირის მსჯავრდება. ნიკა გვარამია რა საქმეზეც იხდის სასჯელს, მას არანაირი კავშირი არ აქვს სამართალთან, სისხლის სამართალთან. ეს შეძლება იყოს სამოქალაქო-სამართლებრივი საკითხი, მაგრამ აქ არის სამოქალაქო სამართალი ნიკა გვარამიას საქმეში და აქ არის სისხლის სამართალი. არანაირი კავშირი მათ შორის არ არის. და შეუძლებელია ამ ქმედებაზე, რაც მანდ არის წარმოდგენილი, იქ მოხდეს.

ამის ფონზე, ნიკა გვარამიას ფიგურა, ნიკა გვარამიას საქმიანობა, განცხადებები ნიკა გვარამიას მიმართ ჩვენ მკაფიოდ დაკმაყოფილებული სამართლებრივი ტესტი გვაქვს. ჩვენს გვერდზე თუ შებრძანდებით, ნებისმიერი მსურველი ნახავს დეტალურ ანალიზს და ჩვენ, სხვათაშორის, საგამონაკლისოდ ასევე, რაც არ გაგვიკეთებია არასდროს, ჩვენი ორგანული კანონი გვაძლევს საშუალებას, რომ საქართველოს პრეზიდენტს საგამონაკლისოდ მივმართოთ, როდესაც ჩვენს ხელთ არსებული გარანტიები და კომპეტენციები არ არის საკმარისი.

და ჩვენ გამოვიყენეთ ეს უფლებამოსილება და მივმართეთ საქართველოს პრეზიდენტს ორგზის, რომ მას გამოეყენებინა შეწყალების კონსტიტუციური უფლებამოსილება იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მისი ქმედებით თავიდან აეცილებინა ევროპული კონვენციის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე, მე-18 მუხლის დარღვევ, რაც გულისხმობს მართლმსაჯულების პოლიტკური და სხვა მიზნებისთვის გამოყენებას, - ამბობს ბურჯანაძე.

პარალელურად, სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი არ პასუხობს შეკითხვას, არის თუ არა ნიკა გვარამია პოლიტპატიმარი.

აქვე, შეგახსენებთ, რომ გიორგი ბურჯანაძე სახალხო დამცველის აპარატს ტოვებსროგორც მან Facebook-ზე დღეს დაწერა, მისი ბოლო სამუშაო დღე 31 მარტი იქნება.

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი