ზელენსკი სლოვაკეთის, სლოვენიის, ხორვატიისა და მოლდოვის ლიდერებთან ერთად, ბუჩაში ჩავიდა

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და ოთხი ქვეყნის ლიდერი ბუჩაში ჩავიდნენ -  უკრაინული მედიის ცნობით, 31 მარტს ბუჩაში ჩავიდნენ სლოვაკეთის, ხორვატიის, სლოვენიის და მოლდოვას ლიდერები, რათა პატივი მიაგონ რუსეთის ოკუპაციის დროს დაღუპულთა ხსოვნას.

ქვეყნის ლიდერები წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძარში მივიდნენ, სადაც ოკუპანტების მიერ მოკლული მშვიდობიანი მოქალაქეების მასობრივი საფლავები იპოვეს.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ ოთხი ქვეყნის ლიდერი კიევში ბუჩას განთავისუფლების წლისთავისადმი მიძღვნილ სამიტში მიიღებს მონაწილეობას. 

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი