ბაიდენის თქმით, აშშ ქვეყნიდან რუსი დიპლომატების ან ჟურნალისტების გაძევებას ჯერ არ გეგმავს

გამოქვეყნდა:

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, რუსეთის მთავობას Wall Street Journal-ის ჟურნალისტის ევან გერშკოვიჩის  გათავისუფლებისკენ მოუწოდა. გარდა ამისა, ბაიდენმა თქვა, რომ შეერთებული შტატები ქვეყნიდან რუსი დიპლომატების ან ჟურნალისტების გაძევებას ჯერ არ გეგმავს.

შეგახსენებთ, რომ დღეს Wall Street Journal-მა აშშ-ს რუსი ჟურნალისტების და აშშ-ში რუსეთის ელჩის შეერთებული შტატებიდან გაძევებისკენ მოუწოდა. 

რაც შეეხება რუსეთს, კრემლის პრესმდივანმა პესკოვმა Wall Street Journal-ის მოწოდებას აბსურდული და არასწორი უწოდა, რადგან მისი თქმით, "მსგავსი ზომების საფუძველი არ არსებობს". 

გარდა ამისა, პესკოვმა აღნიშნა, რომ WSJ-ის დაკავებული ჟურნალისტი ჯაშუშურ საქმიანობას ეწეოდა, ხოლო რეალურ ჟურნალისტებს რუსეთში არანაირი შეზღუდვა არ ექმნებათ და იდეალურად მუშაობენ.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი