"ლაზარე იცავდა საქართველოს კონსტიტუციას... დასასჯელია ყველა, ვინც ქართველი ხალხის ნება ფეხქვეშ გათელა" | ხაბეიშვილი

გამოქვეყნდა:

"ლაზარე იცავდა საქართველოს კონსტიტუციას. დასასჯელია ყველა, ვინც კონსტიტუცია, ქართველი ხალხის ნება ფეხქვეშ გათელა და რუსულ კანონს ხელი მოაწერა", - წერს სოციალურ ქსელში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი.

"ლაზარე, იცავდა საქართველოს კონსტიტუციას. დასასჯელია ყველა, ვინც კონსტიტუცია, ქართველი ხალხის ნება ფეხქვეშ გათელა და რუსულ კანონს ხელი მოაწერა. სამშობლოს გამყიდველი და კრიმინალია ბიძინა ივანიშვილი - რუსული ოცნების ხელისუფლების წარმომადგენლები.

რუსული ოცნება ცდილობს, 9 აპრილის აქციის წინ, დაგვაშინოს და ძალის დემონსტრირებას ახდენს. რუსული ოცნება აჩვენებს კრემლს, რომ ყველას დასჯის, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებს, ვინც კრემლის, პუტინის პოლიტიკის წინააღმდეგია საქართველოში.

არ გვაქვს არანაირი უფლება დაყოფის, გათითოკაცებისა და დაქსაქსვის !!! ძალა ხალხშია, ძალა ერთობაშია - 9 აპრილს 17:00 საათზე შევიკრიბოთ ყველადავიცვათ, ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები და არ დავუშვათ ლაზარესა და ახალგაზრდების რეპრესიები", - წერს ხაბეიშვილი.

შეგახსენებთ, რომ დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ მარტის აქციებზე დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. უწყება მას "რუსული კანონის" გასაპროტესტებლად გამართულ აქციაზე პოლიციელებზე თავდასხმასა და სხვისი ნივთების დაზიანებას ედავება.

შსს-ს განცხადებით, მან 7 მარტს ორჯერ ისროლა ე.წ მოლოტოვის კოქტეილი სამართალდამცველების მიმართ, რის შედეგადაც რამდენიმე პოლიციელი დაშავდა. ასევე, დაწვა დაწვა პოლიციის კუთვნილი მანქანა.

საქმეზე გამოძიება სსკ-ის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი