"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი, გიორგი ჩალაძე წერს, რომ მასზე სოციალური ქსელით სიცოცხლის მოსპობის მუქარის შემდეგ, აფეთქებას გადაურჩა.
როგორც ჩალაძე სოციალურ ქსელში წერს, მის მანქანაზე ნანახი დაზიანებები გამორიცხულია, რომ შემთხვევითობა იყოს.
"მოკლედ, მაგრად იმუშავეს.
დაზიანება ნანახია და გამორიცხულია შემთხვევითობა. პროფესიონალის ნამუშევარია.
იგეგმებოდა ტერაქტი ჯგუფის მიერ. ადევნების შედეგად ზუსტად იცოდნენ გადაადგილების მარშუტი.
მსხვერპლი მარტო მე და ჩემი ბავშვობის მეგობარი არ ვიქნებოდით. აფეთქება დააზიანებდა გარშემო მყოფებსაც.
მადლობა ყველას, ახლა ეს ამბავი ბოლომდე არის მისაყვანი.
ორგანიზატორის დაკავების დრო დადგა.
მინდა ძალიან მკაფიოდ და გასაგებად იცოდეს ორგანიზატორმა-ვერ შემაშინებ
მიიღებ ზუსტად იმას რისი არიდებაც ასე ძალიან გსურს.",- წერს ჩალაძე
ამავე თემაზე: