ლაზარე გრიგორიადისის სისხლის სამართლებრივი დევნა "ოცნების" პროპაგანდისტული კამპანიის ნაწილია - GDI

გამოქვეყნდა:

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI) მარტის აქციაზე დაკავებული 21 წლის ლაზარე გრიგორიადისის საქმეს ეხმაურება.

"ლაზარე გრიგორიადისის ბრალდებასა და მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას წინ უსწრებდა პრემიერმინისტრის მხრიდან აქციის მონაწილეთა, მათ შორის, ახალგაზრდების უმკაცრესად დასჯის მუქარა და მათი დემონიზება. ლაზარე გრიგორიადისის დაკავების შემდეგ ქართული ოცნების თავმჯდომარის მხრიდან გაკეთდა ჰომოფობიური, პროპაგანდისტული განცხადება.

მიგვაჩნია, რომ ლაზარე გრიგორიადისის სისხლის სამართლებრივი დევნა წარმოადგენს ქართული ოცნების პროპაგანდისტული კამპანიის ნაწილსა და პოლიტიკური მიზნების მიღწევის იარაღს. ხელისუფლების მხრიდან ლაზარეს სისხლისსამართლებრივ დევნას, მათ შორის, შესაძლოა ჰქონდეს აქციაზე მყოფი ახალგაზრდების მიმართ შურისძიების მიზანი.

აღსანიშნავია, რომ დღემდე საგამოძიებო ორგანოების მხრიდან 2023 წლის 7-8 მარტის აქციების დროს სამართალდამცავთა მხრიდან ჩადენილი შესაძლო დანაშაულების სამართლებრივი შეფასება არ მომხდარა. გამოძიების ფარგლებში არ გამოვლენილან და დასჯილან პოლიციელები არაადამიანური ან/და დამამცირებელი მოპყრობის შესაძლო დანაშაულებზე",- ნათქვამია განვცხადებაში. 

შეგახსენებთ, რომ 31 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლომ მარტის აქციებზე დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. უწყება მას "რუსული კანონის" გასაპროტესტებლად გამართულ აქციაზე პოლიციელებზე თავდასხმასა და სხვისი ნივთების დაზიანებას ედავება.

შსს-ს განცხადებით, მან 7 მარტს ორჯერ ისროლა ე.წ მოლოტოვის კოქტეილი სამართალდამცველების მიმართ, რის შედეგადაც რამდენიმე პოლიციელი დაშავდა. ასევე, დაწვა დაწვა პოლიციის კუთვნილი მანქანა.

საქმეზე გამოძიება სსკ-ის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

დღეს კი 20:00 საათზე, მთავრობის კანცელარიასთან ლაზარე გრიგორიადისის მხარდასაჭერად, აქცია გაიმართება

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი