დღეს, 20:00 საათზე, მთავრობის კანცელარიასთან ლაზარე გრიგორიადისის მხარდასაჭერად, აქცია გაიმართება

გამოქვეყნდა:

დღეს 20:00 საათზე თავრობის კანცელარიასთან ევროპული საქართველო და პარტნიორი ორგანიზაციები დაკავებული აქტივისტის, ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერ აქციას გამართავენ.

აქციას უერთდებიან სამოქალაქო აქტივისტები, მესამე სექტორის, მედიის წარმომადგენლები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები. 

"ეს ბიჭი დააკავეს მხოლოდ იმიტომ, რომ არის განსხვავებული ადამიანი. დაკავებამდე მისი გაშავება დაიწყო "ოცნებამ" კობახიძის გზავნილი და მათი ქმედებები არის, რომ ზუსტად ისე მოექცევიან ყველა ახალგაზრდას, როგორც ლაზარეს, რომელიც იქნება მათგან განსხვევაბული და რომელიც იქნება პროტესტში მონაწილე",- ამბობს ბესიკ დონაძე. 

შეგახსენებთ, რომ 31 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლომ მარტის აქციებზე დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. უწყება მას "რუსული კანონის" გასაპროტესტებლად გამართულ აქციაზე პოლიციელებზე თავდასხმასა და სხვისი ნივთების დაზიანებას ედავება.

შსს-ს განცხადებით, მან 7 მარტს ორჯერ ისროლა ე.წ მოლოტოვის კოქტეილი სამართალდამცველების მიმართ, რის შედეგადაც რამდენიმე პოლიციელი დაშავდა. ასევე, დაწვა დაწვა პოლიციის კუთვნილი მანქანა.

საქმეზე გამოძიება სსკ-ის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი