
"ერთად ევროპაში" - ამ წუთებში ბათუმის თავისუფლების კვარტალში, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აქცია მიმდინარეობს.
აქციაზე შეკრებილებს სიტყვით მიმართა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა და მათ მოუწოდა, შეუერთდნენ 9 აპრილს დედაქალაქში დაგეგმილ აქციას.
"ჩვენ არ გვინდა რუსული მთავრობა, ქართველმა ხალხმა უთხრა არა რუსულ კანონს, ახლა ჩვენ 9 აპრილს უნდა ვუთხრათ, არა რუსულ მთავრობას. ჩვენ არ შევეგუებით რუსულ ხელისუფლებას საქართველოში, მთელი საქართველოდან შევიკრიბოთ, ეს არ უნდა იყოს პარტიული აქცია, არ შეიძლება, ვერ იქნება ევროპული მომავალი ერთი პარტიის სურვილი, ეს არის ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის სურვილი", - თქვა ლევან ხაბეიშვილმა.
აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებაა. ისინი ასევე მოითხოვენ, გათავისუფლდეს მიხეილ სააკაშვილი და ნიკა გვარამია.
ავტორი: თეა ვაშალოძე
ამავე თემაზე: