მარტის აქციაზე დაკავებული 21 წლის ახალგაზრდა, ლაზარე გრიგორიადისის სამესთან დაკავშირებით, ლევან ბერძენიშვილი ამბობს, რომ ახლა ქართველი ხალხის ძალა მის დასაცავად უნდა გაერთიანდეს.
ლევან ბერძენიშვილი ამბობს, რომ მხარდაჭერა ახალგარზრდა აქტივისტის მიმართ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება იმ ფონზე, რომ ხელიხუფლებამ უკვე არაერთხელ დაარღვია უდანაშაულობის პრეზიმფცია მის მიმართ.
"ის არის დიდი ქართული უმრავლესობის, ახალგაზრდობის წამრმომადგენელი და ჩვენ არ უნდა მივცეთ საჯიჯგნად ხელისუფლებას ეს ახალგაზრდა კაცი. ამიტომ მთელი ჩევნი ენერგია და მთელი ახალგაზრდული ენერგია უნდა გამთლიანდეს, გაერთიანდეს ამ ახალგაზრდა კაცის დაცავად. იმიტომ, რომ ის უკვე წინასწარაა ამრჩეული მსხვერპლად, ისე, რომ არ ყოფილა სასამართლო დადგენილება. მისი უდანაშაულობის პრეზუმფცია დაარღვია პრემიერმინისტრმაც კი, ასევე, უმრავლესობის ხელმძღვანელმა, რაც პირდაპირი ნიშანია, რომ საქართველოში კანონი, კანონიერება ყველას ფეხებზე ჰკიდია",- თქვა ლევან ბერძენიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 31 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლომ მარტის აქციებზე დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. უწყება მას "რუსული კანონის" გასაპროტესტებლად გამართულ აქციაზე პოლიციელებზე თავდასხმასა და სხვისი ნივთების დაზიანებას ედავება.
შსს-ს განცხადებით, მან 7 მარტს ორჯერ ისროლა ე.წ მოლოტოვის კოქტეილი სამართალდამცველების მიმართ, რის შედეგადაც რამდენიმე პოლიციელი დაშავდა. ასევე, დაწვა დაწვა პოლიციის კუთვნილი მანქანა.
საქმეზე გამოძიება სსკ-ის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
დღეს კი 20:00 საათზე, მთავრობის კანცელარიასთან ლაზარე გრიგორიადისის მხარდასაჭერად, აქცია გაიმართება.