
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს, რომ კიევ-პეჩორის მიტროპოლიტ პავლესთან დაკავშირებით, აქვთ საფუძვლიანი მტკიცებულები მისი მონაწილეობის შესახებ რელიგიური მტრობის გაღვივებასა და რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული აგრესიის გამართლებაში.
უწყების ცნობით, სასულიერო პირს ედავებიან უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 161-ე მუხლის (მოქალაქეთა თანასწორობის დარღვევა მათი რასობრივი, ეროვნული, რეგიონალური კუთვნილების, რელიგიური მრწამსის მიხედვით) და 436-2 მუხლის (გამართლება, რუსეთის ფედერაციის უკრაინის წინააღმდეგ შეიარაღებული აგრესიის უარყოფა, მისი მონაწილეების განდიდება) დარღევას.
უწყებამ გამოაქვეყნა მიტროპოლიტ პავლეს პირადი საუბრების ფრაგმენტი:
„დღეს ხერსონში დიდი სიხარულია, უკვე ყველგან რუსული დროშებია... ხალხს უხარია, ამას გამოხატავენ. მადლობა ღმერთს...რა თქმა უნდა, არ დათმობენ (რუსი ოკუპანტები) ერთხელ თქვეს ამერიკასა და რუსეთს შორის ომი იქნება ბოლო უკრაინელამდე ცოტა დარჩა", - უთხრა მიტროპოლიტმა თანამოსაუბრეს, რომელიც იდენტიფიცირებული არ არის.
უწყების ცნობით, მიტროპოლიტმა თანამოსაუბრეს არ დაუმალა, რომ ომის დაწყების შემდეგაც, კონტაქტს ინარჩუნებს მოსკოვთან და მოსკოვის პატრიარქისთვის ლოცვაც სთხოვა.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, საგამოძიებო მოქმედებები კიევ-პეჩორის ლავრის მიტროპოლიტის საცხოვრებელ სახლში ამ დრომდე გრძელდება.
ამავე თემაზე: