ვლადლენ ტატარსკი, სანქტ-პეტერბურგში, ე.წ. თოჯინა ბომბით ააფეთქეს | ახალი დეტალები

გამოქვეყნდა:

სანქტ-პეტერბურგში, უნივერსტეტის სანაპიროზე მდებარე კაფეში, რუსი სამხედრო კორესპონდენტი, ვლადლენ ტატარსკი ე.წ. თოჯინა ბომბით ააფეთქეს. რუსული მედია წერს, რომ ჯილდოში ჩამონტაჟებული ბომბი მას კაფეში მყოფმა ერთ-ერთმა გოგომ აჩუქა, რომელიც, მათივე ინფორმაციით, სავარაუდოდ, ტატარსკის ნაცნობი იყო. 

რუსული მხარე მომხდარს უკრაინას აბრალებს და წერს, რომ ეს "ტერორისტული აქტი" სწორედ მათი მოწყობილია. 

აფეთქება სანქტ-პეტერბურგში, უნივერსტეტის სანაპიროზე მდებარე კაფეში მოხდა. მედიის ცნობით, შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, დაშავებულთა რიცხვი კი 19-მდე გაიზარდა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი