ტატარსკის მკვლელობა, შესაძლოა, რუსეთში შიდა ბრძოლების მტკიცებულება იყოს - ISW

გამოქვეყნდა:

ომის შემსწავლელი ინსტიტუტი (ISW) ყოველდღიურ ანგარიშში რუსი სამხედრო ბლოგერის ვლადლენ ტატარსკის მკვლელობაზე წერს. ანალიტიკოსების აზრით, ტატარსკის მკვლელობა, შესაძლოა, რუსეთში შიდა ბრძოლების მტკიცებულება იყოს.

კერძოდ, ანალიტიკოსების თქმით, პრიგოჟინის ბარში ტატარსკის მკვლელობა, სავარაუდოდ, პრიგოჟინისა და ვაგნერის მონაწილეობით, რუსეთის შიდა კონფლიქტების ესკალაციის უფრო ფართო ტენდენციის ნაწილია.

მოხსენებაში ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ რუსმა ოფიციალურმა პირებმა და კრემლის პროპაგანდისტებმა მალევე დაადანაშაულეს უკრაინა აფეთქების ორგანიზებაში, თუმცა კიევის წარმომადგენლები ინციდენტში მონაწილეობას უარყოფენ. გარდა ამისა, მოხსენების თანახმად, 2 აპრილს, ვაგნერის დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა თქვა, რომ ის ტატარსკისა და დარია დუგინას მკვლელობაში უკრაინას არ ადანაშაულებს.

ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ტატარსკის მკვლელობა შესაძლოა გაფრთხილება იყო პრიგოჟინისთვის, რომელიც სულ უფრო და უფრო კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს კრემლის მთავარ პროპაგანდისტულ მოსაზრებებს უკრაინის ომის შესახებ და მიანიშნებს კიდეც თავის ინტერესებზე რუსეთის პრეზიდენტობასთან დაკავშირებით.

"ფომინის [ტატარსკის] ბიოგრაფია და ქცევა გარკვეულწილად მოგვაგონებს პრიგოჟინს - ისინი ციხეში ყოფნის შემდეგ ცნობილი ულტრანაციონალისტური ფიგურები გახდნენ", - ნათქვამია ISW-ის ანგარიშში.

შეგახსენებთ, რომ სანქტ-პეტერბურგში, უნივერსტეტის სანაპიროზე მდებარე კაფეში, ვლადლენ ტატარსკი ე.წ. თოჯინა ბომბით ააფეთქეს, შედეგად დაშავებულთა რიცხვი კი 19-მდე გაიზარდა. 

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი