
კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" დამფუძნებელმა, ევგენი პრიგოჟინმა დაადასტურა, რომ მას ეკუთვნოდა კაფე სანქტ-პეტერბურგში, სადაც აფეთქება მოხდა. შემთხვევის შედეგად სამხედრო კორესპონდენტი და ბლოგერი, რუსეთის ომის მხარდამჭერი ვლადლენ ტატარსკი მოკვდა.
ტელეგრამზე პრიგოჟინის პრესამსაურმა გაავრცელა განცხადება, სადაც ის ამბობს, რომ მომხდარის დეტალები არ იცის, თუმცა შეატყობინეს ვლადლენ ტატარსკის დაღუპვის შესახებ.
"მართლაც, მე კაფე გადავეცი პატრიოტულ მოძრაობა "კიბერ ფრონტ Z"-ს, იქ გამართეს სხვადასხვა სემინარები. დიდი ალბათობით, ეს ტრაგედია სემინარზე მოხდა", - ამბობს პრიგოჟინი.
პრიგოჟინის თქმითვე, მომხდარს "კიევის რეჟიმს" არ დააბრალებს. "ვაგნერის" ხელმძღვანელი ფიქრობს, რომ არსებობს "რადიკალების დაჯგუფება", რომელიც ამ ყველაფრის უკან დგას.
ცნობისთვის, 2 აპრილს სანქტ-პეტერბურგში კაფეში ტატარსკის შემოქმედებითი საღამოს დროს აფეთქება მოხდა. ინციდენტის შედეგად ის დაღუპა, კიდევ 30 ადამიანი დაშავდა. მედიის ცნობით, ღონისძიებაზე ასაფეთქებელი ნივთიერებებით სავსე სტატუეტი მიიტანეს.