"მთლიანი შიდა პროდუქტი, მთელი ქვეყნის ეკონომიკა ასევე არის ისტორიულ მაქსიმუმზე. ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით ასევე არის ისტორიული მაქსიმუმი, 8 000 დოლარამდე იქნება წელს უკვე. უმუშევრობა და სიღარიბე გვაქვს ჩვენ ისტორიულ მინიმუმზე. გრძელდება ფასების შემცირება მედიკამენტებზე, სურსათზე, საწვავზე. ჩვენ ასევე გვქონდა პირველადი საუბარი პურის მწარმოებლებთან და გვაქვს მოლოდინი, რომ მათგანაც მოხდება ასახვა, ფქვილის ფასებზე ვინაიდან დაფიქსირდა ძალიან მნიშვნელოვანი კლება, შესაბამისად უნდა მოხდეს ასახვა პურის ფასებზეც. ამის თაობაზე ბატონი ოთარ შამუგია უკვე ესაუბრა თავის დარგში მომუშავე მწარმოებლებს და გვაქვს პოზიტიური მოლოდინი. მთლიანობაში, მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ პოზიტიური მოლოდინები გვაქვს წელს".
თქვა პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.