
"ტრი-ტრი, ანტონი როცა მოვისმინეთ ბერას სათამაშოსგან მაშინვე ძალიან მარტივი იყო დასკვნის გაკეთება, რომ ცოტა ფსიქიკური პრობლემები აქვს", - ასე გამოეხმაურა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი ირაკლი ღარიბაშვილის კომენტარს მარტის აქციებზე დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის შესახებ.
მისივე თქმით, "ქართული ოცნებისთვის" ცივსისხლიანი მკვლელია ყველა, ვინც რუსულ პროპაგანდას ვერ ემთხვევა.
"ტრი-ტრი, ანტონი როცა მოვისმინეთ ბერას სათამაშოსგან, მაშინვე ძალიან მარტივი იყო დასკვნის გაკეთება, რომ ცოტა ფსიქიკური პრობლემები აქვს, მოძალადის ინსტინქტები აქვს, არანორმალურია ჩვენდა სამწუხაროდ, რუსული ოცნებისა და ამ ხელისუფლების პრემიერმინისტრი და ამასობაში, რაღაც ახალგაზრდებზე ცდილობს შავი კამპანიის წარმოებას.
ვინც პუტინისტი არ არის, ვინც რუსი არ არის, ვინც არ ემთხვევა სალავიოვ - მარტგარიტა სიმონიანი - პუტინის ლექსიკას, ვინც არ ემთხვევა მათ ლექსიკას, არ ემთხვევა მათ პროპაგანდას, თურმე სუყველა მკვლელები, პირსისხლიანები ვართ და ეშვები გვაქვს და ვგიჟდებით თურმე ომში ჩვენს ქვეყანაში და მერე პოლიციელების დაწვაზე. არ არის ნორმალური და ადეკვატური ურთულესია ამ კაცის სერიოზულად შეფასება", - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს პრემიერმინისტრმა მთავრობის სხდომაზე ლაზარე გრიგორიადისის დაკავებაზე ისაუბრა. პრემიერის მტკიცებით, ლაზარეს "პოლიციელის ცოცხლად დაწვა ჰქონდა განზრახული".