"არ გვაქვს სამართლიანი გადაწყვეტილების მოლოდინი" - სასამართლომ გიორგი რურუას საქმის განხილვა დაასრულა

გამოქვეყნდა:

სასამართლომ გიორგი რურუას საქმის განხილვა დაასრულა. დღეს, 29 ივლისს, დასკნითი სიტყვა უნდა თქვას დაცვის მხარემ. შესაძლოა, გადაწყვეტილება მოსამართლემ დღესვე გამოაცხადოს.

მოსამართლე ბუგიანიშვილის ვერდიქტს ელოდებიან ოპოზიციის ლიდერებიც. სწორედ ანტისაოკუპაციო მოძრაობისა და "მთავარი არხის" თანადგომის გამო აღმჩნდა რურუა ხელისუფლებისთვის მიუღებელი. 

არ გვაქვს ჩვენ მაინც და მაინც სამართლიანი გადაწყვეტილების მოლოდინი ამ სასამართლოსგან, ვინაიდან სასაართლო, ისევე როგორც პროკურატურა, სრულად კონტროლირდება ხელისუფლების მხრიდან, - აღნიშნა ადვოკატმა შალვა შავგულიძემ.

სასამართლოში რურუას მხარდასაჭერად ოპოზიციის წარმომადგენლებიც მივიდნენ. მათი შეფასებით, დაკავებული პოლიტიკური ნიშნით იდევნება.

მტკიცებულებები მეტყველებს ერთადერთ რამეზე, რომ დანაშაული არის ჩადენილი სწორედ გიორგი რურუას მიმართ. მას ჩადებული აქვს იარაღი. ეს არის პოლიტიკური დევნის საქმე და ჩვენ გვესმის ჩვენი მეგობრებისგან, რომ საქართველო მსგავსი მოქმედებებით დაზიანდება. ჩვენი პარტნიორები პირდაპირ გვეუბნებიან, რომ  თუ ჩვენ გვინდა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, ეს პოლიტიკური დევნა უნდა შეწყდეს, - განმარტა "ევროპული საქართველოს" წევრმა ელენე ხოშტარიამ.

შეგახსენებთ, რომ გიორგი რურუას წინასწარი პატიმრობის ვადა 17 აგვისტოს ეწურება. გამოაცხადებს თუ არა დღეს მოსამართლე გადაწყვეტილებას, ეს მოგვიანებით გახდება ცნობილი.

შეგახსენებთ, რომ გიორგი რურუა 2019 წლის 18 ნოემბერს დააკავეს. გამოძიება მას ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავება, თუმცა საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულება პროკურატურის ვერსიას არ ადასტურებს. რურუას დაცვის მხარემ რამდენიმეთვიანი სასამართლო პროცესების განმავლობაში, არაერთხელ დააყენა მისი გათავისუფლების შუამდგომლობა, თუმცა სასამართლო ამ გადაწყვეტილებას არ იღებს.

გიორგი რურუას დაკავებაში პოლიტიკურ მოტივებს ხედავენ საერთაშორისო პარტნიორებიც და საქართველოს ხელისუფლებას მისი გათავისუფლებისა და პოლიტიკური დევნის შეწყვეტისკენ მოუწოდებენ. რურუას გათავისუფლება 8 მარტის შეთანხმების ერთ-ერთი ნაწილიც იყო, თუმცა ხელისუფლება პირობას ამ დრომდე არ ასრულებს.

პროტესტი გმირთა მოედანზე | "მთავარი არხის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი