პუტინმა ვლადლენ ტატარსკი სიმამაცის ორდენით დააჯილდოვა

გამოქვეყნდა:

რუსული მედიის ცნობით, პროპაგანდისტი ვლადლენ ტატარსკი, რომელიც გუშინ სანქტ-პეტერბურგის ერთ-ერთ კაფეში ააფეთქეს, პუტინმა სიმამაცის ორდენით დააჯილდოვა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 2 აპრილს, სანქტ-პეტერბურგში, კაფეში მომხდარ აფეთქებას რუსი სამხედრო ჟურნალისტი, ვლადლენ ტატარსკი ემსხვერპლა. რუსული მედიის ცნობით, აფეთქების დროს დაშავდა კაფეში მყოფი 32 ადამიანი. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ტატარსკი ე.წ თოჯინა ბომბით ააფეთქეს.

უცხოური მედიის ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით 1997 წელს დაბადებული დარია ტრეპოვა დააკავეს. რუსეთის ნაციონალური ანტი-ტერორისტული კომიტეტის მტკიცებით, აფეთქება უკრაინის სპეცსამსახურებმა დაგეგმეს, რაშიც მათ რუსეთში დაპატიმრებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის მხარდამჭერები დაეხმარნენ. მათივე მტკიცებით, სწორედ ნავალნის მხარდამჭერია დარია ტრეპოვა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი