ტატარსკის მკვლელობა უკრაინის სპეცსამსახურებმა დაგეგმეს ნავალნის ფონდის მხარდამჭერების მონაწილეობით - რუსეთის ანტიტერორისტული კომიტეტი

გამოქვეყნდა:

რუსეთის ეროვნული ანტი-ტერორისტული კომიტეტის მტკიცებით, რუსი სამხედრო ბლოგერის, ვლადლენ ტატარსკის მკვლელობა უკრაინელმა სპეცსამსახურებმა რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის მხარდამჭერების მონაწილეობით დაგეგმეს. უწყების ამ განცხადებას რუსული სამთავრობო მედია ავრცელებს. 

კომიტეტის მტკიცებით, ტატარსკის მკვლელობის საქმეზე დაკავებული დარია ტრეპოვა ალექსეი ნავალნის ერთ-ერთი მხარდამჭერი იყო. 

"2 აპრილს სანქტ-პეტერბურგში ცნობილი ჟურნალისტის, ვლადლენ ტატარსკის წინააღმდეგ განხორციელებული ტერორისტული აქტი დაგეგმილი იყო უკრაინის სპეცსამსახურების მიერ, აგენტების მონაწილეობით, რომლებიც ნავალნის ე.წ. ანტიკორუფციულ ფონდთან თანამშრომლობენ. მისი აქტიური მხარდამჭერია დაკავებული დარია ტრეპოვა", - წერს ანტი-ტერორისტული კომიტეტი. 

შეგახსენებთ, გუშინ, 2 აპრილს სანქტ-პეტერბურგში, კაფეში მომხდარ აფეთქებას რუსი სამხედრო ჟურნალისტი, ბლოგერი ვლადლენ ტატარსკი ემსხვერპლა. რუსული მედიის ცნობით, აფეთქების დროს დაშავდა კაფეში მყოფი 32 ადამიანი. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ტატარსკი ე.წ თოჯინა ბომბით ააფეთქეს. 

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი