"ქართული ოცნებისგან" ფორმალურად გამიჯნული "ხალხის ძალის" დეპუტატის სამსახურებრივ მივლინებებზე 2022 წელს ბიუჯეტიდან 21,338 ლარი დაიხარჯა, - ამის შესახებ ინფორმაციას საგამოძიებო მედია პლატფორმა "სტუდია მონიტორი" ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, მეათე მოწვევის დეპუტატი, აღნიშნულ პერიოდში მივლინებით სამხრეთ აფრიკაში, ესპანეთში და დიდ ბრიტანეთში იმყოფებოდა.