აქ ვერ უტარდება მკურნალობა, თუ ასე გაგრძელდა, გარდაიცვლება - კონსილიუმის ექიმი მიხეილ სააკაშვილზე

გამოქვეყნდა:

სახალხო დამცველის კონსილიუმის წევრი ექიმი თენგიზ წულაძე ამბობს, რომ კლინიკა ვივა მედში მიხეილ სააკაშვილს ვერ მკურნალობენ და თუ ასე გაგრძელდება, შესაძლოა ლეტალური შედეგიც დადგეს.

"კუნთების მასა, რა თქმა უნდა, შემცირდა, გარშემოწერილობები, კიდურები შემცირდა და თუ კუნთების მასა კიდევ უფრო შემცირდა, საწოლზე მიეჯაჭვება, ისედაც დაქვეითებული აქვს კუნთები. თუ ასე გაგრძელდა, ნამდვილად მძიმეა პროგნოზი. თუ მკურნალობა არ ჩაერთო და ასე გაგრძელდა, გარდაიცვლება რაღაც მომენტს რომ მიაღწევს და აქ პაციენტს ვერ უტარებენ ადეკვატურ მკურნალობას. ვერ თანხმდებიან, არ აქვთ ნდობა, თუ რაღაც, ეს მნიშვნელოვანი საკითხებია, რა თქმა უნდა, მაგრამ ფაქტია, რომ აქ ვერ უტარდება აქ შესაბამისი მკურნალობა", - თქვა თენგიზ წულაძემ.

შეგახსენებთ, 4 აპრილს სახალხო დამცველის კონსილიუმმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ახალი დასკვნა გამოაქვეყნეს. ექიმებმა მიხეილ სააკაშვილი ვივამედში 2 აპრილს მოინახულეს. კონსილიუმის ზოგადი შეფასებით, 19 თებერვლის შემდეგ (პაციენტთან წინა ვიზიტის) მდგომარეობა დამძიმდა.

ნახეთ დასკვნა სრულად.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი