რუსული სამთავრობო მედია წერს, რომ სანქტ-პეტერბურგში მომხდარი აფეთქება შესაძლოა საქართველოში დაიგეგმა

გამოქვეყნდა:

მორიგი რუსული პროპაგანდა საქართველოსთან მიმართებაში. სამთავრობო მედიაში აქტიურად წერენ რომ სანქტ-პეტერბურგში მომხდარი აფეთქება შესაძლოა საქართველოში დაიგეგმა. 

სააგენტოების ინფორმაციით, ქალი რომელმაც პეტერბურგის ერთ-ერთ კაფეში აფეთქება მოაწყო, 6 თვის განმავლობაში საქართველოში ცხოვრობდა. ამასთან, ჟურნალისტები წერენ რომ "საქართველო დიდი ხანია რუსეთიდან გაქცეული დესტრუქციული გავლენების მქონე რუსული ოპოზიციის თავშესაფრად იქცა" და არ გამორიცხავენ რომ სპეცსამსახურების მიერ ადამიანების რეკრუტირება სწორედ ამ ქვეყანაში ხდება. 

შეგახსენებთ, რომ  2 აპრილს, სანქტ-პეტერბურგის ერთ-ერთ კაფეში მომხდარ აფეთქებას, რუსეთის აგრესიის სამხედრო კორესპონდენტი ვლადლენ ტატარსკი ემსხვერპლა.

მომხდართან დაკავშირებით 1997 წელს დაბადებული დარია ტრეპოვა დააკავეს

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი