მადლობა გადავუხადოთ პუტინს ფინეთის ნატოში გაწევრიანებისთვის, მან დააჩქარა ის, რისი თავიდან აცილებაც სურდა - ბლინკენი

გამოქვეყნდა:

"მადლობა გადავუხადოთ ბატონ პუტინს ფინეთის ნატოში გაწევრიანებისთვის, რადგან რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებულმა ომმა დააჩქარა ის, რისი თავიდან აცილებაც პუტინს სურდა" - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ბრიუსელში ნატოს გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

"დღეს მართლაც ისტორიული დღეა, რადგან ჩვენ მივესალმებით ფინეთს ალიანსში, საერთო მაგიდასთან და მინდა ვთქვა, რომ ეს არის ალბათ ერთადერთი რამ, რისთვისაც შეგვიძლია მადლობა გადავუხადოთ ბატონ პუტინს. მან დააჩქარა რისი პრევენციაც სურდა და აიძულა ბევრი ქვეყანა იზრუნონ თავდაცვაზე", -  თქვა მან

მისივე თქმით, მოკავშირეები ძალიან ბედნიერები არიან, რომ ფინეთი გახდა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის 31-ე წევრი, რომელიც მტკიცედ იცავს გაეროს წესდების ძირითად პრინციპებს, მხარს უჭერს მშვიდობას, სტაბილურობას და უსაფრთხოებას.

ბლინკენის თქმითვე ვილნიუსის მომავალ სამიტზე უნდა დადასტურდეს უკრაინის პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა, ასევე უნდა გაგრძელდეს ახალი პარტნიორული ურთიერთობების განვითარება ნატოსა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებს შორის, განსაკუთრებით აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში. 

შეგახსენებთ, რომ დღეს ფინეთი დღეს ნატოს წევრი 31-ე ქვეყანა ოფიციალურად გახდა

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი