
ფინეთი დღეიდან ნატოს წევრი ხდება. ფინეთის პრეზიდენტი ალიანსის შტაბ ბინაში გაწევრიანების ცერემონიას დაესწრება და სამხედრო გაერთიანების 31-ე წევრი ოფიციალურად გახდება. ღონისძიება ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე გაიმართება.
ცერემონიის დაწყებამდე, კანადის წარმომადგენლობა ნატოში, ფინეთის მხარდამჭერ სტატუსს აქვეყნებს და შტაბბინის წინ გადაღებულ ფოტოს ავრცელებს, სადაც ჩანს, რომ ფინეთის დროშისთვის ე.წ. ფლაგშტოკი უკვე მზადაა.
"მოუთმენლად ველით ფინეთის დროშის აღმართვას! და მზად ვართ, შვედეთი იყოს შემდეგი" წერს წარმომადგენლობა.
ფინეთის NATO-ში გაწევრიანების საპასუხოდ, რუსეთი აცხადებს რომ დასავლეთ და ჩრდილო-დასავლეთ რეგიონებში სამხედრო პოტენციალს გააძლიერებენ.