
ფინეთი ოფიციალურად ნატოს წევრია. ალიანსის შტაბ- ბინასთან სახელმწიფო ჰიმნის ფონზე, აღმართეს ფინეთის დროშა. მანამდე კი ხელი მოეწერა საბოლო დოკუმენტს, რომლის მიხედვით ქვეყანა ნატოს 31- ე წევრი გახდა:
"განსაკუთრებულია დღეა, რადგან ფინეთი ალიანსის 31-ე წევრი ქვეყანა გახდა. დღეს ფინეთის დროშა ალიანსის სათაო ოფისზე აღიმართება. ნატოს წევრობა კარგია როგორც ფინეთისთვის, ნატოსთვისაც და უსაფრთხოებისთვის. ფინეთს ნატოსთან და მის მოკავშირეებთან თანამშრომლობის დიდი გამოცდილება აქვს. ის გაგვაძლიერებს.
ასევე სურვილი გვაქვს, რაც შეიძლება მალე შვედეთიც გახდეს ალიანსის წევრი. მეგობრობა და პარტნიორობა ყველაზე მნიშვნელოვანია. ფინეთს გვერდით ჰყავს მსოფლიოს უდიდესი მოკავშირე, ნატო! პრეზიდენტს პუტინს სურდა რომ ნატოს კარების დახურულიყო. დღეს კი ვხედავთ რომ ის კვლავ შეცდა. აგრესიამ არ იმუშავა. მას სურდა ნაკლები ნატო - საპასუხოდ კი მეტი ნატო მიიღო. ჩვენი კარი არ დახურულა. მადლობა ფინეთის მთავრობას." განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა.
ფინეთმა ნატოში შესვლა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ გადაწყვიტა. მანამდე ქვეყანა თითქმის 70 წლის განმავლობაში ნეიტრალიტეტს ინარჩუნებდა.
"ნატოს ხელმძღვანელობა ამ გზაზე ჩვენს გვერდზე იდგა. მახსოვს 2021 წელს პირველად ვისაუბრეთ ფინეთის გაწევრიანებაზე. დღეს დიდი დღეა ფინეთისთვის. მთავარია ადამიანებმა დაცულ, უსაფრთხო და სტაბილურ გარემოში იცხოვრონ. როგორც იცით ფინეთი ყველაზე ბედნიერი ერია. მინდა რომ 31 მალე 32-ად იქცეს და მალე შვედეთიც შემოგვიერთდეს. ამ საკითხზე ძალიან ბევრს ვმუშაობთ. რუსეთს სურდა თავისი საზღვრების გარშემო კომფორტული ზონა შეექნა, თუმცა ფინეთი ამ ზონის წევრი არასოდეს იქნება." განაცხადა ფინეთის პრეზიდენტმა, საული ნიინისტომ.
ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გაფართოებას მორიგი მუქარა მოჰყვა კრემლიდან. პრესსპიკერი პესკოვი "საპასუხო ზომებით" იმუქრება და ამბობს, რომ ფინეთის NATO-ში გაწევრიანება რუსეთის უსაფრთხოებისა და ეროვნული ინტერესების ხელყოფაა.