"ჩემგან რას ითხოვთ? მე არ ვარ ექსპერტი და შემფასებელი" - ჩხაიძე ომბუდსმენის კონსილიუმის დასკვნაზე

გამოქვეყნდა:

"ვივა მედის" კლინიკური დირექტორი ზურაბ ჩხაიძე, სახალხო დამცველის კონსილიუმის  მიერ გამოქვეყნებულ დასკვნაზე მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, არ საუბრობს და "მთავარ არხთან" სატელეფონო კომენტარისას ამბობს, რომ ის არ არის ექსპერტი და დასკვნას ვერ შეაფასებს. 

"მე ვერანაირად ვერ შევაფასებ სახალხო დამცველის კონსილიუმის დასკვნას, ჩემგან რას ითხოვთ თქვენ? მე არ ვარ ექსპერტი და შემფასებელი..არანაირად, ვერანაირად ვერ შევაფასებ მე არ ვარ ექსპერტი" - ამბობს ზურაბ ჩხაიძე

მიხეილ სააკაშვილის მკურნალი ექიმი, ლუიზა შენგელია კი ამბობს, რომ დასკვნას არ გასცნობია:

"არ შემიძლია. [მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შეფასება] იგივეა როგორც იყო.. იგივეა შეფასებული ყველას მიერ, ისეთი არაფერია შეცვლილი, არაფერი არ შეცვლილა.. [კონსილიუმის დასკვნა] არ წამიკითხავს, რომ გავეცნობი შემდეგ გიპასუხებთ "  - ამბობს ლუიზა შენგელია  

სახალხო დამცველის კონსილიუმმა დასკვნა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით რამდენიმე საათის წინ გამოაქვეყნა. კონსილიუმის შეფასებით,  გამოხატულია მძიმე სარკოპენია, პაციენტმა დაიკლო კიდევ 4 კილოგრამი კუნთების განლევის ხარჯზე. სისუსტის გამო არ შეუძლია გადაადგილება. 

ექიმების თქმით, პაციენტი შესულია აქტიური კატაბოლიზმის ფაზაში და წონის კიდევ უფრო მეტი კლების შედეგად, ის საწოლზე მიჯაჭვული გახდება. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი