
დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი რიში სუნაკი, ისევე როგორც ბრიტანეთის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტროები მიესალმებიან ფინეთის შესვლას ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში, - მათ განცხადებებს სააგენტო PA Media ავრცელებს.
სუნაკის თქმით, ფინეთის ნატოში გაწევრიანების დღე ისტორიულია, რადგან ამან ალიანსი გააძლიერა და მეტი უსაფრთხოება შესძინა.
"ახლა ნატოს ყველა წევრმა უნდა გადადგას ნაბიჯები შვედეთის მისაღებად, რათა ჩვენ ერთად ვიყოთ როგორც ერთიანი ალიანსი თავისუფლების დასაცავად ევროპაში და მთელ მსოფლიოში", - თქვა მან
საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიმს კლევერლიმ, რომელიც დღეს ნატოს შტაბ-ბინაში იმყოფებოდა და ფინეთის გაწევრიანების ცერემონიას დაესწრო, ამ მოვლენას "ვლადიმერ პუტინის აგრესიის პირდაპირი შედეგი" უწოდა.
"რუსეთი ფიქრობდა, რომ მისი აგრესია დაგვყოფდა. ამის ნაცვლად, ჩვენ კიდევ უფრო დავუახლოვდით ერთმანეთს, მტკიცედ ვიცავდით თავისუფლებისა და კანონის უზენაესობის პრინციპებს", - თქვა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
თავდაცვის მინისტრმა ბენ უოლესმა კი აღნიშნა, "დაე, ფინეთი იყოს გაკვეთილი პრეზიდენტ პუტინისთვის".
შეგახსენებთ, რომ ფინეთი დღეს ნატოს წევრი 31-ე ქვეყანა ოფიციალურად გახდა.