მიხეილ სააკაშვილის მოსალოდნელი პარალიზება და ლოგინად ჩავარდნა | სახალხო დამცველის კონსილიუმის საგანგაშო დასკვნა

გამოქვეყნდა:

პატიმრის მოსალოდნელი პარალიზება, ორ თვეში დაკლებული 4 კილოგრამი, თვითგანადგურების პროცესი, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმში დაიწყო - სახალხო დამცველის სამედიცინო კონსილიუმი უმძიმეს დასკვნას აქვეყნებს.

მედიკოსები თანხმდებიან, რომ მესამე პრეზიდენტის მდგომარეობა ფაქტობრივად შეუქცევად ფაზაშია და მის გადასარჩენად დაუყოვნებელი და აქტიური სამედიცინო ჩარევაა საჭირო. კრიზისიდან საუკეთესო გამოსავლად საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანა მიიჩნევა, რასაც მოითხოვენ კიდეც კონსილიუმის წევრები.

თავად "ვივა მედში" სამედიცინო დასკვნაზე საპასუხო კომენტარი არ აქვთ. პენიტენციური სამსახურის დაქვემდებარებაში მყოფი მედიკოსები განმარტებებს არ აკეთებენ. 

ავტორი: ნატალი ჯახუტაშვილი

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი