ჟურნალისტი ელისო კილაძის ინფორმაციით, დაჩი ბუაძე - შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულების მეგობარი საქართველოს დატოვებას აპირებს. "ქრონიკა პლუსის" რედაქტორის თქმით, ბუაძე შაქარაშვილის საქმეზე მნიშვნელოვან ინფორმაციას ფლობს, თუმცა მკვლელობიდან 40 დღის შემდეგაც კი ის არავის დაუკითხავს. კილაძის ინფორმაციით, ქვეყნის დატოვებას აპირებს ბერას მეგობარი ავთანდილ ბილანიშვილი, იგივე "კაწრო".
ნიკა ჟვანიას მობილური ტელეფონის დეტალურად გაშიფვრის შემდეგ აღმოჩნდა, რომ "სადამსჯელო რაზმის" ერთ-ერთ ხელმძღვანელი, სპეცოპერაციაზე, ანუ "ზონდერები გამოძახებით" წასვლის წინ, უბნიდან გასვლისას ურეკავს სწორედ დაჩი ბუაძეს შემდეგ, ჩვენ გავარკვიერთ ისიც, რომ დაჩი ბუაძეს არა მხოლოდ ურეკავს, არამედ მათ შორის შეხვედრაც შედგა. ამის მიუხედავად დაჩი ბუაძე დაკითხული არ არის, - ამბობს კილაძე.
კილაძის თქმით, ივანიშვილსა და ძალოვანი უწყების ხელმძღვანელების შეკრების შემდეგ, ბუაძე თუ მისი შუამავალი დაიბარეს და ავთანდილ ბილანიშვილს, იგივე "კაწროს" და დაჩი ბუაძეს ქვეყნის დატოვება მოსთხოვეს.
დაჩი ბუაძის დაკითხვის მაგივრად, მე მაქვს ინფორმაცია, მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილთან შედგა ძალოვანი უწყების ხელმძღვანელების შეკრება, ის ერთ-ერთ უწყებაში დაიბარეს თუ შუამავალი მივიდა ამას ახლა არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, როგორც ავთო ბილანიშვილის, ისე დაჩი ბუაძეს, მოსთხოვეს, რომ ჯერ დატოვონ თბილისი, წავიდნენ თბილისიდან და შემდეგ, პირველივე რეისით ევროპის მიმართულებით დატოვონ საქართველო. გადავამოწმე მე ეს ინფორმაცია ბილანიშვილის მეზებლებთან და მეზობლები ამბობენ, რომ რამოდენიმე დღეა, ანუ კვირა საღამოს მერე, ავთო ბილანიშვილი აღარ გამოჩენილა სახლში, ისევე როგორც დაჩი ბუაძე თბილისში არ ჩანს, - თქვა ელისო კილაძემ.
"ქრონიკა პლუსის" რედაქტორი ამბობს, რომ ნიკა ჟვანია თავისი მენტალიტეტიდან გამომდინარე დაჩი ბუაძის წინააღმდეგ ჩვენებას არ მისცემს.
მე, რა თქმა უნდა ვისურვებდი, რომ სამართლებრივად მომხდარიყო ამ პირების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება და დაეკითხათ ისინი, მაგრამ როგორც ჩანს, ჟვანია მისი მენტალიტეტიდან გამომდინარე, ჩვენებას არ მისცემს დაჩი ბუაძის წინააღმდეგ. მაგრამ ეს დე-ფაქტო რეალობა, რაც ჩვენ გვაქვს, ნიშნავს, რომ ნახალოვნკის კლასტერი უბრალოდ დაშლილია, - თქვა ელისო კილაძემ.
დაჩი ბუაძე კი "მთავარ არხთან" სატელეფონო ინტერვიუში ამბობს, რომ საქართველოშია და ოჯახთან ერთად ისვენებს. მისივე თქმით, შაქარაშვილის საქმესთან არანაირი კავშირი აქვს. ბუაძე ასევე ამბობს, რომ
საქართველოს რამდენიმე თვით ხშირად ტოვებს და არ გამორიცხავს, დასასვენებლად აგვისტოში ქვეყნის დატოვება ერთი კვირით მოუწიოს და უკან ისევ დაბრუნდეს.
შეგახსენებთ, რომ 19 წლის ფეხბურთელი, გიორგი შაქარაშვილი, 18-19 ივნისის ღამით გაუჩინარდა. საქმეზე, ამ დროისთვის, 17 პირია დაკავებული. თუმცა, ჯერჯერობით ისევ არ არის კონკრეტული პასუხი კითხვებზე: ვინ მოკლა გიორგი შაქარაშვილი და ვინ მფარველობს მოძალადეებს.
ცნობითვის, 27 ივლისს 11 ბრალდებული შაქარაშვილის საქმეზე სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში დატოვა. აღსანიშნავია ისიც, რომ საქმეზე წინასასამართლო სხდომა 31 ივლისს გაიმართება.