
ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დანაშაულს არ აღიარებს, - ამის შესახებ Fox News-ის ქართველი ჟურნალისტი ნანა საჯაია სოციალურ ქსელში წერს.
გამოცემა CNN კი წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ტრამპის წინააღმდეგ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ წარდგენილი საბრალდებო დასკვნა დალუქულია.
ამ დროისთვის, დონალდ ტრამპი ნიუ იორკში, მანჰეტენის სისხლის სამართლის სასამართლოში იმყოფება, სადაც მოსამართლე მას ბრალს ფინანსური დანაშაულის 34 პუნქტით წარუდგენს. მისი პროცესი ამ წუთებშიც მიმდინარეობს. სასამართლო დარბაზში უსაფრთხოების საგანგებო ზომებია მიღებული.
იხილეთ ასევე: