გიორგი რურუას საქმე - სასამართლოს განაჩენი ცნობილი ხვალ გახდება

გამოქვეყნდა:

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებლისა და მეწილის, გიორგი რურუას საქმეზე საქალაქო სასამართლო განაჩენს ხვალ, 30 ივლისს გამოაცხადებს. სხდომა სასამართლოში 11:00 საათზე ჩაინიშნა. 

დღევანდელ სასამართლო პროცესზე გიორგი რურუამ კიდევ ერთხელ დააფიქსირა პოზიცია, რომ თავს დამნაშავედ არ ცნობს და მისი საქმე გაყალბებულია.

შეგახსენებთ, რომ გიორგი რურუა 2019 წლის 18 ნოემბერს დააკავეს. გამოძიება მას ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავება, თუმცა საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულება პროკურატურის ვერსიას არ ადასტურებს. რურუას დაცვის მხარემ რამდენიმეთვიანი სასამართლო პროცესების განმავლობაში, არაერთხელ დააყენა მისი გათავისუფლების შუამდგომლობა, თუმცა სასამართლო ამ გადაწყვეტილებას არ იღებს.

გიორგი რურუას დაკავებაში პოლიტიკურ მოტივებს ხედავენ საერთაშორისო პარტნიორებიც და საქართველოს ხელისუფლებას მისი გათავისუფლებისა და პოლიტიკური დევნის შეწყვეტისკენ მოუწოდებენ. რურუას გათავისუფლება 8 მარტის შეთანხმების ერთ-ერთი ნაწილიც იყო, თუმცა ხელისუფლება პირობას დღემდე არ ასრულებს.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი