პარასკევს იქნება შეხვედრა, გეგმის პრეზენტაცია, ავალიანის გადაყენების საკითხი ჯერ არ დგას - ღუდუშაური

გამოქვეყნდა:

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, ილია ღუდუშაური რესპუბლიკური საავადმყოფოში ექიმების საინიციატივო ჯგუფსა და სხვადასხვა მიმართულებით ხელმძღვანელებს შეხვდა. მისი თქმით, პარასკევს გაიმართება კლინიკის რეაბილიტაციის გეგმის პრეზენტაცია, რომელსაც მინისტრიც დაესწრება. 

ექიმების თქმით, დირექტორის, ზაზა ავალიანის გადაყენების საკითხი შეხვედრაზე არ განუხილავთ, თუმცა ეს მოთხოვნა უცვლელი რჩება. 

"შეხვედრის კონკრეტული მიზანი იყო დაწვრილებითი კომუნიკაცია იმ ჩვენ კითხვებთან დაკავშირებით, რომელიც სამინისტროს აქამდე არ გაუკეთებია. ბატონ ზაზასთან დაკავშირებით პასუხები არ მიგვიღია, ჩვენ ამ თემაზე ამ წუთას არ ვსაუბრობდით, ეს იყო უფრო სამუშო ჯგუფის შეხვედრა, სამუშაო რეჟიმში", - ამბობს ექიმი. 

საინიციატივო ჯგუფი ამბობს, რომ დაელოდებიან პარასკევს, მანამდე კი მათი პროტესტი ისევ გაგრძელდება.

"გაიმართა შეხვედრები როგორც საინიციატივო ჯგუფთან, ასევე გარკვეული მიმართულებების ხელმძღვანელებთან, ყველანი ვართ მოლოდინში პარასკევს დაანონსებული შეხვედრის. ჩვენი მხრიდან კომუნიკაცია არის ის, რომ დაველოდოთ შეხვედრას. ბატონი ზაზა ავალიანის გადაყენების საკითხი ჯერ არ დგას, ის არგუმენტები, რომლებიც მოვისმინეთ ცოტა გაურკვეველი და ბუნდოვანია", - ამბობს ილია ღუდუშაური. 

იხილეთ ასევე: 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი