მოსამართლეების დასანქცირება სამთავრობო მედიასაშუალებებს ჯერჯერობით არ გაუშუქებიათ. სახელმწიფო დეპარტამენტმა ოფიციალური განცხადება ქართველი მოსამართლეების, ლევან მურუსიძის, მიხეილ ჩინჩალაძის, ირაკლი შენგელიასა და ვალერიან ცერცვაძის დასანქცირებასთან დაკავშირებით დაახლოებით ერთი საათის წინ გამოაქვეყნა, თუმცა ამ დრომდე, ტელეკომპანია "იმედი" და POS TV თემას არ აშუქებს.
შეგახსენებთ, აშშ-მა ქართველ მოსამართლეებს ამერიკაში შესვლა აუკრძალა.