"ამ განცხადების უკან დგას კორუფციული პროცესები... ბლინკენი გასვარეს..." | კობახიძე

გამოქვეყნდა:

"ამ განცხადების უკან დგას კორუფციული პროცესები... ბლინკენი გასვარეს..." - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საუბრობს და აშშ-ის სახდეპის გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომელმაც 4 ქართველ მოსამართლეს სანქციები დაუწესა და ამერიკაში შესვლა აუკრძალა. 

მე მომიწევს ცოტა მძიმე შეფასების გაკეთება ამ განცხადებასთან დაკავშირებით. მე პირდაპირ ვიტყვი, აქ კორუფციაზე იყო საუბარი, ამ განცხადებაში, და ამ განცხადების უკან დგას კორუფციული პროცესები. მე ასე ვიტყოდი. კორუფციაში ფული არ იგულისხმება, როგორც მოგეხსენებათ მარტო და განსაკუთრებით შემაშფოთებელი ის არის, რომ პირდაპირ სახელმწიფო მდივანი ბლინკენი გასვარეს ასეთი განცხადების დადებისას, რაც არის ძალიან ცუდი. ძალიან მძიმედ მეტყველებს იმ ადამიანებზე, რომლებსაც ასეთი ინფორმაცია მიაქვთ სახელმწიფო მდივნამდე. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველას გვესმის, რომ ენტონი ბლინკენი საქართველოზე ფიქრით არ იძინებს და არ იღვიძებს, ხო. მას ბევრად მეტი საქმე აქვს. როდესაც მასთან მიაქვთ ასეთი უხეში დოკუმენტები, ეს არის, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმე და ეს მეტყველებს კორუფციულ პროცესებზე, რომლებიც ამ ყველაფერს საფუძვლად უდევს, - ამბობს კობახიძე TV იმედის ეთერში. 

იხილეთ ასევე:

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი