კახეთში სავარაუდო გაუპატიურების ბრალდებით 50 წლამდე კაცია დაკავებული.
ფაქტი რეგიონის ერთ-ერთ სოფელში მოხდა. საუბარია 15 წლის გოგოზე, რომელზეც, სავარაუდოდ, მამამ იძალადა. მომხდარის შესახებ კი სამართალდამცველებს სკოლის ადმინისტრაციამ აცნობა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 137-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს ოჯახის წევრის გაუპატიურებას.
ცნობილი გახდა კახეთში არასრულწლოვანზე სექსუალური ძალადობის კიდევ ერთი ფაქტი. ამ შემთხვევაში საუბარია მამინაცვლის მხრიდან 14 წლის მოზარდის, სავარაუდო გაუპატიურებაზე.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 137-ე და 11 პრიმა 138-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ოჯახის წევრის გაუპატიურებას და ოჯახის წევრის მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას.
ორივე საქმეზე ბარალდებულები დაკავებული არიან.
ავტორი: ია გულიაშვილი.