პროკურატურამ გამოთქვა მზადყოფნა, გარდაცვლილი 12 წლის ბავშვის დედა დაზარალებულად ცნოს - "უფლებები საქართველო"

გამოქვეყნდა:

ორგანიზაცია "უფლებები საქართველოს" ინფორმაციით, დიდ დიღომში, პეტრიწის ქუჩაზე გარდაცვლილი 12 წლის მოზარდის დედას პროკურატურა დაზარალებულად ცნობს. გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ იურისტები და ბავშვის მშობლები პროკურორებს შეხვდნენ და საგამოძიებო უწყებამ გამოთქვა მზადყოფნა დედა დაზარალებულად ცნოს:

"მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გაცნობებთ, რომ დიდ დიღომში 12 წლის გოგონას გარდაცვალების საქმეზე გარდაცვლილი ბავშვის მშობლებს და „უფლებები საქართველოს“ ადვოკატებს დღეს, 06 აპრილს თბილისის პროკურატურის წარმომადგენლები შეხვდნენ და  სისხლის სამართლის საქმის მასალები გადასცეს. 

შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს გამოძიების მიმდინარეობის დეტალებზე. პროკურატურამ გამოთქვა მზადყოფნა, რომ გარდაცვლილი ბავშვის დედა უახლოეს დღეებში დაზარალებულის უფლებამონაცვლედ იქნება ცნობილი, ხოლო შემდგომი საგამოძიებო მოქმედებები განხორციელდება დაზარალებული მხარის ჩართულობით. 

საქმის მასალების შესწავლის შემდეგ, „უფლებები  საქართველო“ საქმის დეტალების გასაჯაროებისას იხელმძღვანელებს არასრულწლოვანის და მისი ოჯახის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე." ნათქვამია განცხადებაში.

[ფოტო "რადიო თავისუფლება" ]

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი