"პარლამენტის მიერ აკრედიტაციის შეჩერების პრაქტიკა მედიაზე პოლიტიკური ანგარიშსწორების ბერკეტი ხდება" | მედიაომბუდსმენი

გამოქვეყნდა:

"აკრედიტაციის წესი არღვევს მედიის წარმომადგენლების და საზოგადოების უფლებას მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შესახებ", - აცხადებს მედიაომბუდსმენი და კრიტიკული მედიასაშუალების ჟურნალისტებისთვის პარლამენტის მიერ აკრედიტაციის 1 თვით შეჩერებას ეხმაურება. 

"მედიაომბუდსმენი" ტელეკომპანია პირველისა და მთავარი არხის გადამღები ჯგუფების უფლებებს იცავს.

“საქართველოს პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის წესის დარღვევაზე მითითებით, სოფო გოზალიშვილს პარლამენტის შენობაში მუშაობის უფლება 2023 წლის 06 მაისამდე შეუჩერდა

აკრედიტაციის წესი არღვევს მედიის წარმომადგენლების და საზოგადოების უფლებას მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შესახებ. საქართველოს პარლამენტის მიერ აკრედიტაციის შეჩერების პრაქტიკა კი მედიაზე პოლიტიკური ანგარიშსწორების ბერკეტი ხდება, - წერს ის.

შეგახსენებთ, რომ ელისო ბოლქვაძესთან ინტერვიუს შემდეგ, პარლამენტის აპარატმა "მთავარი არხის" ჟურნალისტს აკრედიტაცია 1 თვით შეუჩერა 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი