აშშ-ის მოქალაქის არ შემოშვებაზე ინფორმაცია სუს-ის უფროსის განცხადების შემდეგ გავიგე - დეგნანი

გამოქვეყნდა:

საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, მას არ ჰქონია ინფორმაცია საქართველოში აშშ-ის მოქალაქის, ჯეიმსონ მარშალ ქომინსი არ შემოშვების შესახებ. 

მისივე თქმით, ამის შესახებ მხოლოდ სუს-ის ხელმძღვანელის, გრიგოლ ლილუაშვილის გუშინდელი განცხადების შემდეგ გაიგო.

"ამ მოქალაქეს არ ვიცნობ და არც მქონია ინფორმაცია, არც ვიცოდი მის შესახებ, სანამ ხელმძღვანელმა ლილუაშვილმა არ გააკეთა განცხადება პრესაში ამასთან დაკავშირებით. ზოგადად, ჩვენ არ ვახორციელებთ მონიტორინგს იმის შესახებ თუ ვინ ჩამოდის ამერიკიდან საქართველოში, იმიტომ რომ უამრავი ამერიკელი ჩამოდის, ზოგი როგორც ტურისტი და სხვადასხვა მიზნებით და თუ ჩვენ, საელჩოს არ მოგვმართა კონკრეტულმა პირმა დახმარების მიზნით, მაშინ ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია ვინ ჩამოდის, შეიძლება ის საერთოდ ტურისტი იყო ეს პიროვნება", - თქვა კელი დეგნანმა.

დეგნანის თქმით, ამ შემთხვევას არანაირი კავშირი არ აქვს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მოსამართლეების დასანქცირებასთან.

შეგახსენებთ, რომ გრიგოლ ლილუაშვილმა გუშინ, 6 აპრილს, გააკეთა განცხადება, რომ საქართველოში არ შემოუშვეს ამერიკის მოქალაქე. ლილუაშვილის თქმით, აშშ-ის მოქალაქის საქმიანობა 7-8 მარტის აქციებში მონაწილე "დესტრუქციულად განწყობილი ჯგუფების" დატრენინგებას და მათთვის მითითებების მიცემას უკავშირდებოდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი