თბილისში არსებული ალექსანდრე გრიბოედოვის რუსული დრამატული თეატრი რუსეთისგან ფინანსურ დახმარებას მიიღებს, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სამთავრობო მედია Tass, რუსეთის კულტურის სახელმწიფო მდივნის მოადგილის, ალა მანილოვას განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
რუსეთი 2023 წელს, 10 ქვეყანაში და ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ რუსულ თეატრებს დააფინანსებს. მათ შორის, ოკუპირებულ აფხაზეთში, რუსული დრამატულ თეატრს.
მანილოვას ინფორმაციით, 5 მილიონი რუბლი გამოიყოფა აღჭურვილობის შესაძენად, ხოლო კიდევ 5 მილიონი რუბლი საპრემიერო სპექტაკლების დასაფინანსებლად.
"დაფინანსების მიმღები იქნება რუსული სახელმწიფო დრამატული თეატრი აფხაზეთში, სტანისლავსკის სახელობის სახელმწიფო რუსული დრამატული თეატრი სომხეთში, მ. გორკის სახელობის ეროვნული აკადემიური დრამატული თეატრი და ბელარუსის გროდნოს რეგიონული თოჯინების თეატრი, გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო აკადემიური რუსული დრამატული თეატრი საქართველოში, და ყარაგანდას სახელმწიფო რუსული დრამატული თეატრი ყაზახეთში, მან ასევე დაასახელა ჩინგიზ აიტმატოვის სახელობის რუსული დრამატული თეატრი და ყირგიზეთის უმურალიევის სახელობის ბიშკეკის საქალაქო დრამატული თეატრი, ტაჯიკეთში მაიკოვსკის სახელობის სახელმწიფო რუსული დრამატული თეატრი, თურქმენეთის პუშკინის სახელობის რუსული დრამატული თეატრი და ახალგაზრდული თეატრი უზბეკეთში," - წერს რუსული გამოცემა Tass.
მათივე მტკიცებით, დაფინანსებისთვის რესურსებს ავტონომიური, არაკომერციული ორგანიზაცია გამოყოფს.