
პენტაგონი უკრაინის საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვას იძიებს - ამის შესახებ ინფორმაციას საერთაშორისო მედია "The Guardian" ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, საიდუმლო დოკუმენტები გავრცელდა Twitter-სა და Telegram-ზე და, გავრცელებული ინფორმაციით, შეიცავს სქემებსა და დეტალებს იარაღის მოსალოდნელი მიწოდების, ბატალიონის სიძლიერისა და სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაციის შესახებ.
„ჩვენ ვიცით სოციალურ მედიაში გამოქვეყნებული ანგარიშების შესახებ და დეპარტამენტი განიხილავს საკითხს", - თქვა საბრინა სინგმა, პენტაგონის პრესმდივნის მოადგილემ.
ცნობისთვის, საუბარია დოკუმენტზე, რომელიც დეტალურად ასახავს აშშ-სა და NATO-ს მიერ უკრაინის არმიის მომზადებას კონტრშეტევებისთვის. ინფორმაცია, რომ მსგავსმა მასალებმა სოციალურ ქსელებში გაჟონა NYT-მა გაავრცელა. დოკუმენტებში საუბარი არ არის კონკრეტულ გეგმაზე: როგორ, როდის და სად აპირებს უკრაინა შეტევის დაწყებას, თუმცა ასახულია ის საჭიროებები, რომელიც უკრაინულ არმიას პირველი მარტის მდგომარეობით ჰქონდა.
ამავე თემაზე: