სოციალურ ქსელებში გაჟონა სავარაუდო საიდუმლო დოკუმენტმა, რომლებიც უკრაინის კონტრშეტევის გეგმას ასახავს - NYT

გამოქვეყნდა:

The New York Times წერს, რომ Twitter-სა და Telegram-ზე გავრცელდა სავარაუდო საიდუმლო სამხედრო დოკუმენტები, რომლებიც დეტალურად ასახავს აშშ-ისა და ნატოს მიერ უკრაინის არმიის მომზადებას კონტრშეტევისთვის. NYT-ის ცნობით, დოკუმენტები არ შეიცავს სამხედრო ოპერაციების კონკრეტულ გეგმებს - როგორ, როდის და სად აპირებს უკრაინა შეტევის დაწყებას. თუმცა, დოკუმენტებში საუბარია უკრაინის არმიის საჭიროებებზე 1 მარტის მდგომარეობით.

გამოცემის თანახმად, პენტაგონი იძიებს, ვინ შეიძლება იდგეს სოციალურ ქსელებში გაჩენილი დოკუმენტების გაჟონვის უკან. 

სამხედრო ანალიტიკოსებმა  NYT-სგანუცხადეს, რომ დოკუმენტები, სავარაუდოდ, შეიცვალა, რაც შესაძლოა მიუთითებდეს მოსკოვის მხრიდან დეზინფორმაციის მცდელობაზე. 

ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენლები მუშაობდნენ სოციალური ქსელებიდან დოკუმენტების ამოღებაზე, მაგრამ 6 აპრილის მდგომარეობით, ამ კუთხით წარმატებას ვერ მიაღწიეს.

"ჩვენ ვიცით სოციალური მედიის პოსტების შესახებ. დეპარტამენტი განიხილავს საკითხს", - თქვა პენტაგონის პრესმდივნის მოადგილემ საბრინა სინგმა.

მედია წერს, რომ დოკუმენტებში ნახსენებია მაგალითად HIMARS საბრძოლო მასალის მოხმარების დონე. პენტაგონს საჯაროდ არ განუცხადებია, რამდენად სწრაფად იყენებენ უკრაინული ძალები HIMARS საბრძოლო მასალებს. 

ერთ-ერთ ფოტოზე ნაჩვენებია, რომ ომში 16-დან 17,5 ათასამდე რუსი ჯარისკაცი დაიღუპა, უკრაინამ კი, სავარაუდოდ, 71,5 ათასი სამხედრო მოსამსახურე დაკარგა. პენტაგონის შეფასებით, რუსეთის ფედერაციამ გაცილებით დიდი დანაკარგი განიცადა და თითოეული მხრიდან დაახლოებით 200 000 ჯარისკაცი დაიღუპა ან დაიჭრა.

ამავდროულად, ანალიტიკოსებმა განუცხადეს NYT-ს, რომ ზოგიერთი დოკუმენტი გამოიყურება ავთენტურად და შეუძლია რუსეთის ფედერაციას მიაწოდოს ღირებული ინფორმაცია იარაღისა და ჯარების მიწოდების გრაფიკის, ფორმირებული უკრაინული შენაერთების რაოდენობისა და სხვა სამხედრო დეტალების შესახებ.

გაზეთი წერს, რომ დოკუმენტი, წარწერით "საიდუმლოა", შეიცავს ინფორმაციას "კონფლიქტის მდგომარეობის შესახებ 1 მარტის მდგომარეობით". იმ დღეს უკრაინელი ოფიციალური პირები იმყოფებოდნენ გერმანიაში მდებარე ამერიკულ ბაზაზე, ხოლო მეორე დღეს მათ ესტუმრნენ აშშ-ის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბების კომიტეტის ხელმძღვანელი, გენერალმა მარკ მილი და ევროპის მოკავშირეთა უმაღლესი სარდალი, გენერალი კრისტოფერ კავოლი.

სხვა დოკუმენტში, აღნიშნავს NYT, არის ინფორმაცია უკრაინის სამხედრო ნაწილების, აღჭურვილობისა და წვრთნების შესახებ იანვარ-აპრილის განრიგით.

"დოკუმენტი შეიცავს შეჯამებას 12 საბრძოლო ბრიგადის შესახებ, რომელიც ამჟამად იქმნება, რომელთაგან 9, როგორც ჩანს, გაიწვრთნა და ამარაგებს აშშ-სა და ნატოს სხვა მოკავშირეების მიერ. ამ 9 ბრიგადადან, დოკუმენტების მიხედვით, 6 31 მარტამდე იქნება მზად, დანარჩენი კი 30 აპრილამდე", - წერია სტატიაში. 

მედია წერს, რომ ეს გაჟონვა არის რუსული დაზვერვის პირველი გარღვევა, რომელიც ომის დაწყების შემდეგ საზოგადოებისთვის გახდა ცნობილი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი