1 წელი კრამატორსკის ტრაგედიიდან - რკინიგზის სადგურზე რუსულ თავდასხმას 61 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ბავშვები

გამოქვეყნდა:

1 წელი კრამატორსკის ტრაგედიიდან - 2022 წლის 8 აპრილს, რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის ქალაქის რკინიგზის სადგურზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. თავდასხმას 61 ადამიანი ემსხვერპლა, 100-ზე მეტი კი დაშავდა. დაღუპულებს შორის იყო 5 ბავშვი.

საერთაშორისო ორგანიზაცია Human Rights Watch-მა კრამატორსკის სადგურზე თავდასხმა ომის დანაშაულად შეაფასა. ორგანიზაციის განცხადებით, რუსეთმა ბალისტიკური რაკეტა გაუშვა, რომელიც აღჭურვილი იყო კასეტური საბრძოლო მასალით. მათი ანგარიშის მიხედვით, დაახლოებით 15 800 მომაკვდინებელი ლითონის ფრაგმენტი იყო გაფანტული სადგურისა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე.

მომხდარის შემდეგ, პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ კრამატორსკის სადგურზე სარაკეტო თავდასხმა ჰააგის ტრიბუნალზე ერთ-ერთი ბრალდება უნდა გახდეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი